შინაარსზე გადასვლა

პარაზიტი (2019 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პარაზიტი“
რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო
სცენარის ავტორი ბონგ ჯუნ-ჰო
ჰან-ჯინ ვონი
დისტრიბუტორი CJ Entertainment
გამოსვლის თარიღი 21 მაისი, 2019 (2019-05-21) (კანი)
30 მაისი, 2019 (2019-05-30) (სამხრეთი კორეა)
ხანგრძლივობა 132 წუთი[1]
ქვეყანა სამხრეთი კორეა
ენა კორეული
ბიუჯეტი $11.4 მილიონი[2]
შემოსავალი $264.4 მილიონი

პარაზიტი (კორ. 기생충) — 2019 წლის სამხრეთ კორეული შავი კომედიის ჟანრის თრილერი, რომლის რეჟისორია ბონგ ჯუნ-ჰო. იგი ამასთანავე ჰან ჯინ-ვონთან ერთად ფილმის თანასცენარისტია. „პარაზიტი“ ღარიბი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წევრებიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად თავის წარმოჩენის გზით შეძლებულ ოჯახში ახერხებენ დასაქმებას. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სონ კან ჰო, ლი სუნ კუნი, ჩო იო ჟონი, ჩოი ვუ შიკი, პარკ სო დამი, ჯან ჰაი ჯინი და ლი ჯუნ ინი.

„პარაზიტის“ პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის ოქროს პალმის რტოს მფლობელი პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა. არაერთი კრიტიკოსი „პარაზიტს“ 2019 წლის საუკეთესო, ხოლო დეკადის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. Metacritic-ის ყველა დროის საუკეთესო ფილმების რეიტინგში „პარაზიტი“ 47-ე ადგილს იკავებს.[3]

ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე „პარაზიტმა“ საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება. „პარაზიტი“ პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთანავე „პარაზიტი“ მსოფლიოში მესამე ფილმია, რომელმაც ოსკარი საუკეთესო სურათისთვის და ოქროს პალმის რტო ერთდროულად მიიღო.

„პარაზიტმა“ BAFTA-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. „პარაზიტი“ პირველი უცხოენოვანი ფილმია, რომელმაც საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მიიღო,

$11 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე „პარაზიტმა“ შემოსავლის სახით მსოფლიოს მასშტაბით $264 მილიონზე მეტი დააგროვა, რითაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა.

თემები და ინტერპრეტაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პარაზიტის“ მთავარი თემები კლასობრივი კონფლიქტი და სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობაა.[4][5] კინოკრიტიკოსები და თავად ფილმის რეჟისორიც ფილმს გვიანი კაპიტალიზმის მიმართ რეაქციად მიიჩევენ.[6][7]

კინოკრიტიკოსები „პარაზიტის“ თემებად კოლონიალიზმსა და იმპერიალიზმსაც მოიაზრებენ. ჯუ-ჰუნ პარკის მიხედვით, ფილმში წარმოჩენილია „კაპიტალისტური ეკონომიკური წესრიგი, რომელიც კორეაში კოლონიურმა ოკუპაციამ შემოიტანა“.[8]

ფილმის დასასრულს გაჟღერებული სიმღერა სახელწოდებით „564 წელი“ კი-ვუს პერსონაჟს უკავშირდება, რომელიც სახლის შესაძენად თანხის გამომუშავებას ცდილობს. როგორც რეჟისორმა განაცხადა, სიმღერა ალეგორიულად გულისხმობს, რომ კი-ვუს სახლის შესაძენად საკმარისი თანხის გამოსამუშავებლად სწორედ 564 წელს დასჭირდება.

რეჟისორი და სამსახიობო შემადგენლობა 2019 წელს

ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით ჯამში $264.4 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის აშშ-სა და კანადაში $53.4 მილიონი, ხოლო სამხრეთ კორეაში $71.3 მილიონი. საიტის Deadline Hollywood გამოთვლებით, ფილმის წმინდა მოგება $46.2 მილიონს შეადგენს.[9] „პარაზიტი“ ბონგისთვის პირველი ფილმია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.[10]

სამხრეთ კორაში „პარაზიტი“ კინოთეატრში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.[11] „პარაზიტი“ სამხრეთ კორეაში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.

2020 წლის 5 თებერვალს „პარაზიტი“ ბოლო 15 წლის მანძილზე პირველი ფილმი გახდა, რომელიც იაპონიაში მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.[12]

ოსკარის დაჯილდოების შემდეგ ფილმის შემოსავალი აშშ-სა და კანადაში წინა კვირასთან შედარებით 234%-ით გაიზარდა.[13] 2020 წლის თებერვალში „პარაზიტი“ გამოსვლის შემდეგ ავსტრალიაში პირველად მოექცა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში და მეშვიდე ადგილი დაიკავა.[14]

კრიტიკული გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიტზე Rotten Tomatoes „პარაზიტს“ 99%-იანი რეიტინგი აქვს.[15] Metacritic-ზე ფილმი 100-დან 96 ქულითაა შეფასებული, რაც საყოველთაო აღიარებას გულისხმობს.[16] ამავე საიტზე „პარაზიტი“ 2019 წლის საუკეთესო,[17][18] ხოლო დეკადის მე-7 საუკეთესო ფილმად დასახელდა.[19]

IndieWire-ის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა კინოკრიტიკოსმა მიიღო, „პარაზიტი“ საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში პირველ ადგილზე დასახელდა.[20]

„პარაზიტის“ შავ-თეთრი ვერსიის პრემიერა 2020 წლის იანვარში ნიდერლანდებში, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.[21] ფილმი აშშ-ში იმავე თვეში გამოვიდა.[21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. GISAENGCHUNG – Festival de Cannes 2019. Cannes Film Festival (2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2019. ციტატა: „Country : SOUTH KOREA/Length : 132 minutes“ ციტირების თარიღი: 1 January 2020
  2. Archived copy (3 June 2019). ციტირების თარიღი: 26 June 2019
  3. Best Movies of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-09. ციტირების თარიღი: 2020-11-11.
  4. Ulaby, Neda. (5 November 2019) The Hit Movie 'Parasite' Puts Basement Structures In Structural Inequality. NPR. ციტირების თარიღი: 3 February 2020
  5. Holub, Christian. (15 October 2019) From Parasite to Hustlers: How 2019 became the year of cinematic class conflict. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 3 February 2020
  6. Bean, Travis. (30 January 2020) Capitalism Gone Wild: The Ending of 'Parasite' Explained. Forbes. ციტირების თარიღი: 3 February 2020
  7. Paiella, Gabriella. (8 October 2019) Parasite Director Bong Joon-ho on the Art of Class Warfare. GQ. ციტირების თარიღი: 3 February 2020
  8. Park, Ju-Hyun. (17 February 2020) Reading Colonialism in "Parasite" en. ციტირების თარიღი: 18 February 2020
  9. D'Alessandro, Anthony. (27 April 2020) Small Movies, Big Profits: 2019 Most Valuable Blockbuster Tournament. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 27 April 2020.
  10. 'Parasite' Sets New Record for Director Bong Joon-Ho at Indie Box Office en-US (3 November 2019). ციტირების თარიღი: 4 November 2019
  11. "Parasite" to give much-needed boost to Korean cinema დაარქივებული 26 February 2020 საიტზე Wayback Machine. , The Korea Times
  12. 기생충, 15년 만에 日 '100만 관객' 돌파...'욘사마' 이후 처음 ko. ციტირების თარიღი: 7 February 2020
  13. Revenue of 'Parasite' increases by 234% in North America. Dong-A Ilbo (18 February 2020). ციტირების თარიღი: 3 April 2020.
  14. Karl Quinn. Parasite takes second bite at local box office (February 19, 2020).
  15. Parasite (Gisaengchung) (2019). Fandango Media. ციტირების თარიღი: 3 October 2020
  16. Parasite Reviews. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 19 October 2019
  17. Dietz, Jason. Best of 2019: Film Critic Top Ten Lists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 6 December 2019
  18. The Best Movies of 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 9 February 2020
  19. Dietz, Jason. Best Movies of the Decade (2010–19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 9 December 2019
  20. Kohn, Eric. (16 December 2019) 2019 Critics Poll: The Best Films and Performances According to Over 300 Critics From Around the World. IndieWire. ციტირების თარიღი: 17 December 2019
  21. 21.0 21.1 Ruimy, Jordan. 'Parasite' Black-And-White Version Gets U.S. Release Date Via Neon (January 23, 2020). ციტირების თარიღი: July 19, 2020.